კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
„დასახლებიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა მეგობრებთან და ნათესავებთან განთავსდა. ევაკუაციისთვის 17 ავტობუსი გამოიყო“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მანამდე, კონდრატიევმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო თავდაცვამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნას აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ტიხორეცკის რაიონის მოსახლეობა არ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – 4 ოქტომბერს იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე

გიორგი ბარამიძე – 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია ტარდება და ვინც მიიღებს მონაწილეობას, „ქოცების“ საქმის გამკეთებელია – ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჩვენთვის მისაღებია