კონსტანტინე გამსახურდია: მათ მე პირობითად ვუწოდებდი “ვარდისფერი დარდის თაობას”, და ეს ავიღე ირაკლი კოსტავას ლექსის ერთი ძველი ვერსიიდან

“ამას წინათ ირაკლი ჩარკვიანის საღამოზე მომიწია გამოსვლამ – მისი დაბადების დღეზე. იგი ირაკლი კაკაბაძეს მიყავდა. შევეცდები აქ გადმოვცე ის, რაზეც ვისაუბრე და რასაც ვფიქრობ ირაკლი ჩარკვიანის და ჩვენი სტუდენტობისდროინელ მეგობართა წრის შესახებ.
თანამედრეოვეობის პერსპექტივიდან თუკი შევხედავთ ჩვენს სამეგობროს, ეს იყო წრე ახალგაზრდებისა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, რომელთაგანაც ერთი ნაწილი დღესაც ცოცხალია. ესენი იყვნენ: თავად ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი კოსტავა, შემდეგ გეგა , , დათო ჯანელიძე, გია მირზაშვილი, კახა თოლორდავა, დიმიტრი ესაკია და კიდევ რამოდენიმე ადამიანი (მომიტევოს, თუკი ვინმე გამომრჩა…) – პოეტები, მწერლები, ხელოვანები, ექსტრავაგანტები, ესთეტები. სახელი ამ წრეს არ ჰქონია, (ცხადია, საბჭოთა საქართველოში ვერც აღიარება ექნებოდა) თუმცა ის რაღაცით, შორეულად ჰგავდა “ცისფერყანწელებს”, ტიპოლოგიური თვალსაზრისით, ცხადია.
რა სახელის დარქმევა შეიძლებოდა მათთვის უკანა რიცხვით? იყო მცდელობა “ჯინსების თაობის” დარქმევისა. მართალია, ამ სახელმა, მოიცვა მასები, იგი ერთგვარი “ბრენდია”, რომელიც დათო ტურაშვილმა თავისი პიესით შექმნა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ამომწურავი და საკმარისი თაობის ძირითადი, “ანდერგრაუნდული” განწყობის და სპეციფიკის დასახასიათებლად მაინც არ არის – მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯინსებიც უხდებოდათ, რასაკვირველია.
ეს იყო თანამედროვე, ურბანული განწყობის, არასაბჭოურად და მეტწილად ანტისაბჭოურად მოაზროვნე, ევროპული მანერების, კარგი დასავლური ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, ფილოსოფიის და კინოს მოყვარული თაობა, ამავდროულად ქართველი და საბჭოთა დისიდენტებით აღფრთოვანებული და “სამიზდატის” მკითხველი, თავისუფლების კუნძულების მაძიებელი იქ, სადაც ეს თავისუფლება არანაირად არ იყო. ახალგაზრდები, ვისაც შეეძლო ყოფილიყვნენ პატრიოტები და კოსმოპოლიტები ერთსა და იმავე დროს.
მათ მე პირობითად ვუწოდებდი “ვარდისფერი დარდის თაობას”, და ეს ავიღე ირაკლი კოსტავას ლექსის ერთი ძველი ვერსიიდან: “ჩემი ლექსები, ვარდისფერი დარდი თაობის, გადმოეფინა ქალაქის ქუჩებს”. დიახ, ეს ყველაფერი, ოღონდ უკანა რიცხვით. ირაკლი კოსტავას ლექსის ბოლო, ბეჭდურ ვერსიაშია “გარითმული ტვირთი თაობის”, რომელიც ვარდისფერ ქუჩებს გადმოფენია, მაგრამ მე მახსოვს, ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც თავად წაიკითხა, ასეც იყო: “ვარდისფერი დარდი თაობის”…. ამიტომ ეს ვარიანტია ავარჩიე, რახან ვარდისფერი რაღაცნაირად სიურეალისტურ, და იმავდროულად “ანდერგრაუნდის” ელფერს აძლევს.
იმავე საღამოს ერთმა მეგობარმა, რომელიც უკვე სხვა, უმცროსი თაობის წარმომადგენელია, ასეთი რამ მომწერა: “Pink Floyd-ის მუსიკა თითქოს ვარდისფერ სევდიან რეკვიემად მიჰყვება ამ თაობას.”” – წერს სოციალურ ქსელში .