საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მაგისტრალური წყალგაყვანილობის სისტემების მშენებლობის სექტორში, ფ/პ დავით ბეგოიძის მიერ შპს „კომფორტმშენის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
კონცენტრაციაზე თანხმობის მიზეზად GCCA წერს, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარის საბაზრო წილის გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცეnტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
