კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი

კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან -ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი
კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერის თქმით, პროტოკოლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი. ეს არის ოფიციალური მონაცემები, რაც არის გამოქვეყნებული. ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მას ესწრებიან ამომრჩევლები, კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული არსებითად ეროვნული დღესასწაული და ეროვნული ღონისძიება, თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან.
თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ეს არის მათი არჩევანი. გამომდინარე იქიდან, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა