კომპანია „გალფი“ საშობაოდ 1000-ზე მეტ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დაეხმარება

„გალფის“ ქსელში წლის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. 18 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება.
კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა csr.gulf.ge, სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია გალფი მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.
თანხა, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება, 14 იანვრისთვის უკლებლივ ყველა ოჯახზე გადანაწილდება.
ნავთობკომპანია გალფი აღნიშნულ კამპანიას 2019 წლიდან აორგანიზებს, რომლის ფარგლებში 1,313,483 ლარია გაცემული.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო