კობერიძე: მოლაპარაკებები გრძელდება გვარამიასთან – დავაახლოვეთ პოზიციები

იყო დიალოგი [სთან], უფრო მეტად ახლოვდება ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან. გვარამიამაც ახსენა რამდენიმე ეთერში, რომ მას ელენესთან [ხოშტარია] და ზურასთან [ჯაფარიძე] წარმოუდგენია ერთად საქმის კეთება. მთავარი რაც არის, რაც გვაახლოებს ყველაზე მეტად, ეს არის ამბიცია. ამ კონკრეტულ პოლიტიკურ არჩევნებზე, გვაქვს ამბიცია, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ. […] ნიკაც უფრო მეტად მემარჯვენე ფიქრის ადამიანია, მეტად ავტონომიურია და საუბრების დროს ძალიან დავაახლოვეთ ჩვენი იდეები, ამიტომ მოლაპარაკებები ამ წამსაც გრძელდება და როგორ დამთავრდება, რთული სათქმელია.
თქვა ფორმულას ეთერში გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ.
მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ 15 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ “მომხრეა ფართო პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის”.