კობა გვენეტაძე დაინიშნა უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.
“მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ”, – წერს ის თავის ფეისბუკის გვერდზე. გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში მანამდეც მუშაობდა, უფროს ეკონომისტად.
გვენეტაძე 2016 წლიდან 2023 წლის მარტამდე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
მისი წასვლის შემდეგ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის წესი და გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. პრეზიდენტის არჩევამდე ის ხელმძღვანელობს ეროვნულ ბანკს. ამჟამად ამ თანამდებობას იკავებს და შესაბამისად პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა.
მიმდინარე წლის სექტემბერში გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველიც.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, -ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, არ უზღუდავდა ფინანსურ რესურსებზე წვდომას. თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ში ომის გამო სანქციები გააფართოვა და, სხვა პირებთან ერთად, მათში მოაქცია ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა. აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე ს მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.
სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების თანახმად, ფარცხალაძე რუსულ კომპანიებში 50%-იან წილს ფლობს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ეს უკანასკნელი კი, მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერია. ვაშინგტონის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ