კობახიძის თქმით, ვისაც სურვილი ექნება, ყველა უნდა დარჩეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ. მისი თქმით, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ყველა უნდა დარჩეს სიაში, ვისაც სურვილი ექნება.
„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. ეს არის მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება – აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება“, – თქვა
პრემიერმა აღნიშნა, რომ სიის ფორმირების საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა.
„ბატონი ს დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების, 12 წლის, განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი.
ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში“, – აღნიშნა პრემიერმა.
„მთავარი არხის“ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის აუტსაიდერებად სახელდებიან დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, , , ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე, .
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სიებზე ლაპარაკს ამ ეტაპზე უსაფუძვლო და ფუჭ საქმიანობად მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება