კოალიცია ცვლილებისთვის ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლასა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია აცხადებს, რომ “ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ამორალური ქმედება არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციებს”.
“დღეს, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. მოადგილე იმყოფებოდა ირანის საელჩოში, სადაც დაესწრო ე.წ. სოლიდარობის ღონისძიებას, რითიც მხარდაჭერა გამოუცხადა ტერორისტულ რეჟიმს.
ივანიშვილოს რეჟიმისა და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ამორალური ქმედება არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციებს და არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
