კინოცენტრის FB გვერდი საკუთარი დაფინანსებული ლანა ღოღობერიძის ფილმის ბერლინალეზე მოხვედრაზე არ წერს

14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის, ფორუმის მონაწილეა.
მიუხედავად იმისა, რომ ღოღობერიძის ფილმი ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ, ორგანიზაციამ Facebook გვერდზე ახალი ამბავის შესახებ არაფერი დაწერა. სოციალური ქსელის გვერდი აქტიურია, ვინაიდან ბოლო 24 საათში კედელზე 3 ახალი პოსტია გამოქვეყნებული.
მიმდინარე წლის ივნისში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ახალი ადმინისტრაცია გააკრიტიკა:
“შეუძლებელია კინოს მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი იყოს პირი, რომელსაც შიგნიდან არ ესმის პრობლემები და გასაჭირი ამ რთული და კომპლექსური დარგისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინდუსტრიას და შემოქმედებას და ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, ანუ ის არ იყოს კინემატოგრაფისტი! ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება. ხელოვნება მარადიული სუბსტანციაა, ხელისუფლება კი დროებითი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კინოცენტრი კინოს სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს არ ეხმაურება.
კინოცენტრის FB გვერდი არ გამოეხმაურა თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელზეც არაერთი საკუთარი დაფინანსებული ფილმი იყო წარდგენილი და მათმა ნაწილმა ფესტივალის მთავარი ჯილდო პრომეთეც მოიპოვა.
გარდა ამისა ორგანიზაციამ კარლოვის ვარის ფესტივალის შესახებ დაწერილ პოსტში არ ახსენა პროგრამაში მოხვედრილი, კინოცენტრისადმი კრიტიკულად განწყობილი ქართველი რეჟისორი ლუკა ბერაძე და მისი ფილმი ღიმილიანი საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – დააშინე, გატეხე და დაჩაგრე – ეს არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია – ეს არ არის ხელისუფლება, უბრალოდ, შეიარაღებული ძალა ჰყავთ, რითაც აკონტროლებენ რამდენიმე ქუჩას ქალაქში