კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება – ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის გაფართოების პროცესში, უნგრეთის პოზიცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბრიუსელის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ევროპა ბუდაპეშტის დარწმუნებას ცდილობს, რომელიც გაფართოების პაკეტიდან უკრაინის ამოღებას ითხოვს.
დღეს ამ საკითხზე მაკრონი და ორბანი ვახშამზე ისაუბრებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერი პარიზში მიიწვია.
ამასობაში, უნგრეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პარლამენტში, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ. მოლაპარაკება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მთავარი თემები იყო ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაცია. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. დღის განმავლობაში გაგრძელდა შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება. სწორედ ზოლტ სემიენის მიწვევით იმყოფებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს უნგრეთისგან ევროინტეგრაციის გზაზე მყარი მხარდაჭერა ექნება:
“უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება. მიმოვიხილეთ გასულ წელს მომხდარი მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი ყველა თვალსაზრისით. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ეს ეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება