კვიპროსის სანაპიროდან ღაზას სექტორის მიმართულებით 400 ტონა საკვებით დატვირთული გემი გავიდა

კვიპროსის სანაპიროდან ღაზას სექტორის მიმართულებით 400 ტონა საკვებით დატვირთული გემი გავიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, გემმა ლარნაკას პორტი რამდენიმე საათის წინ დატოვა.
გამოცემა წერს, რომ საკვებით დატვირთული გემი ღაზას სექტორის სანაპიროსთან კვირას ჩავა, სადაც ჰუმანიტარული ტვირთების მისაღებად განკუთვნილი დროებითი პორტის მოწყობილი. საკვებით დატვირთული პირველი გემი ღაზას სექტორში 12 მარტს ჩავიდა, რაც ომის დაწყებიდან დღემდე რეგიონის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება იყო.
ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ ორგანიზებულმა მისიამ ღაზაში 200 ტონა საკვები, წყალი და მედიკამენტები ჩაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების