“კეთილ ნებას გამოვიჩენთ და დავეხმარებით გარკვეული ფორმით” – მერიის “კეთილი ნება” და ბორჯომის ბაზრის დაზარალებულები

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.
“ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე- მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს.” – აცხადებს მერია.