კახა ურიადმყოფელი: ტერიშვილი 17 წლის იყო, როცა 1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე მხედრიონის რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა. იმ დღეს მამუკა დროშით ხელში წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელიც ჯაბა იოსელიანის ბრძანებით სისხლში ჩაახშეს

“ვიდეო შემხვდა – მეტროსთან შავებში ჩაცმული ქალი დგას, ხელში პატიმრების წერილები უჭირავს და გამვლელებს სთავაზობს, რომლებიც ყურადღებასაც კი არ აქცევენ…
რომ იცოდეთ ვინაა ეს ადამიანი და რამხელა ისტორიას ატარებს…
ეს მარინა ტერიშვილია – მამუკა და გიორგი ტერიშვილების დედა.
მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო, როცა 1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე მხედრიონის რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა. იმ დღეს მამუკა დროშით ხელში წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელიც ჯაბა იოსელიანის ბრძანებით სისხლში ჩაახშეს. 23 დაღუპულიდან მამუკა ყველაზე პატარა იყო…
გიორგი – მარინას მეორე შვილი – გასულ წელს დააკავეს, ასევე აქციაში მონაწილეობისთვის და მრავალწიანი პატიმრობით ემუქრებიან…
შვილების ნაცვლად ახლა მათი დედა დგას ქუჩაში, მიუხედავად მისი ასაკისა, და ითხოვს ყველასთვის სანატრელ რამეს – თავისუფლებასა და სამართლიანობას…
9 ძმა ხერხეულიძისა და მათი დედის ისტორია ვითომ სხვა რამეზეა? აგერ ახლა ხდება ჩვენს გვერდით ზუსტად იგივე და ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ. უფრო მეტიც – რუსული პროპაგანდისგან მოწამლული ქართველები ქალბატონ მარინას უსამშობლოს ეძახიან, დასცინიან და ლანძღავენ…
როგორ ვახერხებთ, ამ წიგნიერებისა და განვითარების პიკში მყოფ საუკუნეში, ასეთი ტემპით დეგრადაციას?!..” – წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – „MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი – ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს

ნიკა კაცია – თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის – ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს