კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ  რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
„2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად.  დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა გვახსოვს რუსეთისადმი სააკაშვილის ხელისუფლების რიტორიკა, მათი ოფიციალური წერილები. რუსეთში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა. მათი „პატრონების“ მიერ მაშინ ასეთი დავალება იყო, ასე უნდა მოქცეულიყვნენ. რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების შემდეგ კი შეიცვალა მესიჯ ბოქსი. „პატრონების“ მხრიდან წამოვიდა სხვა დავალება, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება