კახა კალაძე რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხზე – საერთაშორისო დონეზე ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდაც იქნება, რომ ასეთ ფაქტებს პასუხი გაეცეს

ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განცხადება უკვე გაკეთდა.
„ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება იქნა ჩვენი მხრიდან გაკეთებული.
ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.