სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხზე – საერთაშორისო დონეზე ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდაც იქნება, რომ ასეთ ფაქტებს პასუხი გაეცეს

ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განცხადება უკვე გაკეთდა.
„ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება იქნა ჩვენი მხრიდან გაკეთებული.
ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი რუხაძე – არ ვამბობ, კორუფცია არ ხდებათქო, მაგრამ ბიზნესი ამას ფართოდ ვერ ვხედავთ, მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს? ოპოზიციური ბიზნესიც არ წუწუნებს – უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა

შალვა პაპუაშვილი – სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა – როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს