კარგად არის გასაანალიზებელი – რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა საშიშროების წინაშე ვდგავართ ახლა ამ ზეწოლიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი -ში გამართულ კონგრესს ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, ის რაც გუშინ კონგრესზე ქართველმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, ცრუ დასმენაა, რაც მისთვის მიუღებელია. ყაველაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის მოსასმენად, უმჯობესი იქნებოდა, კონგრესზე ელჩიც მიეწვიათ. მისი თქმით, მაშინ როდესაც საუაბრაი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, თანასწორობასა და პარტნიორობაზე, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„როგორ უნდა შეგეძლოს, საკუთარ ქვეყანაზე, უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ასეთი დასმენით საუბარი, სულ რომ რეალობა და სიმართლე იყოს. ეს ხომ არაჯანსაღი პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თანასწორობაზე, პარტნიორობაზე. მინიმუმ ელჩი მაინც მიეწვიათ, რომ ხელისუფლების და მათი მხარდამჭერი ადამიანების განსხვავებული აზრი მოესმინათ. კარგად არის გასაანალიზებელი – რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა საშიშროების წინაშე არის ამ ზეწოლიდან გამომდინარე.“-აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით