“კარბაიას გარდაცვალების ფაქტს” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტო “აიაშარას” მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში მისი ცემის შესახებ არაფერია ნათქვამი. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო აიაშარასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე წლის 6 დეკემბერს “გალის რაიონის -ს განყოფილებში შევიდა სატელეფონო შეტყობინება”, რომ „გალის რაიონის ქალაქის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვინმე მოქალაქე ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 30.08.1979 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ცარჩაში მცხოვრები ვიტალი იავანოვიჩ კარბაია 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს მორიგე განყოფილებაში გადაიყვანა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით კარბაიამ „გააგრძლება უცენზური გამონათქვამები მილიციის თანამშრომლოების მისამართით, მითითებებზე არ რეაგირებდა, პირადობის შემოწმებისა და კარბაიას განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ კარბაია ვ.ი მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის“.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დილის 08:50 საათზე „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია ვ,ი გაშვებულ იქნა“, ნათქვამიაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში.
როგორც „აიაშარა“ ტელეგრამის არხზე წერს, „შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 2023 წლის 9 დეკემბერს, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა”.
„კარბაია ვ.ი-ს გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ“, – ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში.
ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა, სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებით, “ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა”
საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.

ასევე დაგაინტერესებთ