კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოში მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირისგან სასწრაფო და მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შეჩერებით ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.
ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე – Riga StratCom Dialogue 2024.
„თუ ჩვენ არ გავუგზავნით ძალიან მკაფიო და ძალიან ძლიერ სიგნალს [საქართველოს მთავრობას] და მხოლოდ სიტყვიერ შეშფოთებას გამოვხატავთ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინოს თავისი საზოგადოების სურვილები და არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების