კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო.
7 მაისს, კანადის ფედერალურმა მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
კანონმდებლობა კანადას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს აძლევს.
კანონში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა სუბიექტებმა, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, შეიძლება დაიქირავონ პირები, რათა მათ იმოქმედონ მათი სახელით, თუმცა ამ კავშირების გამჟღავნების გარეშე.
უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.
Previous: თავის მნიშვნელოვან სიტყვას ეს ზნეობრივი აქტი იტყვის და შეიზღუდება ამორალურობის პროპაგანდა, რომელმაც წალეკა მსოფლიო და დღეს ქართული სახელმწიფოს საზღვრებს მოადგა
Next: ხელის გადაგრეხაზე თუ არის საუბარი, ამერიკიდან მოდის ეს დამოკიდებულება და სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ. პარტნიორულ ურთიერთობაში არ უნდა მოქმედებდეს ხელის გადაგრეხის პრინციპი

ასევე დაგაინტერესებთ

ლუკა ეხვაია რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება. პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა