კანადის პრემიერი საპარლამენტო არჩევნებს 28 აპრილს დანიშნავს – მედია

კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნი კვირას გამოაცხადებს, რომ აპირებს საპარლამენტო ს ჩატარებას 28 აპრილს, იტყობინება ხუთშაბათს The Globe and Mail წყაროებზე დაყრდნობით.
„პრემიერ მინისტრი მარკ კარნი მზად არის გამოაცხადოს კვირას ვადამდელი ფედერალური არჩევნების დანიშვნის შესახებ, მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა გაიმართება 28 აპრილს“, – იტყობინება გაზეთი სიტუაციის მცოდნე ორ პირზე დაყრდნობით.
გამოცემა თვლის, რომ საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იქნება ვაშინგტონთან სავაჭრო ომი და ამერიკის პრეზიდენტის ს იდეა კანადის შეერთებულ შტატებში გაერთიანების შესახებ.
კანადის ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელმა კარნიმ პრემიერ–მინისტრის სტატუსით ფიცი დადო 14 მარტს. მაშინვე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში ის განაცხადებს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნების შესახებ