კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის შესახებ ისაუბრეს.

კამალა ჰარისმა კვლავ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს დაიცვას თავი „ჰამასისგან“.

ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჰარისს მუდმივი მხარდაჭერისთვის.

„მადლობა გადავუხადე ვიცე-პრეზიდენტს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომ ისრაელმა ყველა საზღვარზე დაიცვას თავი. ასევე მადლობა გადაუხადე აშშ-ს მუდმივი მცდელობისთვის, რათა ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში, რაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის“, – აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული