კამალა ჰარისის თქმით, აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელთა იძულებით გადასახლებას

-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ღაზიდან ან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან პალესტინელთა იძულებით გადასახლებას, ღაზის ალყას ან ღაზის საზღვრების შეცვლას“.
ეს განცხადება მან გააკეთა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან შეხვედრაზე. ჰარისმა მას მადლობა გადაუხადა ღაზიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის.
ჰარისმა და ალ-სისიმ შეხვედრა გამართეს დუბაიში, კლიმატის საკითხებთან დაკავშირებული სამიტის კულუარებში. ჰარისის თქმით, სამშვიდობო მცდელობები „წარმატებული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი განხორციელდება პალესტინელი ხალხისთვის მკაფიო პოლიტიკური პერსპექტივების კონტექსტში საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად სათავეში აღორძინებული პალესტინური ადმინისტრაციით“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ „ჰამასი“ ვერ გააკონტროლებს ღაზას და აშშ კვლავაც „დაუღალავად გააგრძელებს მცდელობას“ ღაზაში ყველა მძევლის გასათავისუფლებლად.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ს ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.