კალაძის “გერმანული ვოიაჟი” ცოტნე ივანიშვილთან და მეგობრებთან ერთად – რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე “ინ­სტაგ­რამ­ზე” “გერ­მა­ნუ­ლი ვო­ი­ა­ჟის“ ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ის გერ­მა­ნი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცროს ვაჟ­თან, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

კა­ლა­ძე ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მის შვი­ლებ­თან ერ­თად სე­ირ­ნობს და მე­გობ­რე­ბი სა­ერ­თო ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ერ­თად პო­ზი­რე­ბენ.

თბი­ლი­სის მერი გერ­მა­ნი­ა­ში, ევრო 2024- ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იყო ჩა­სუ­ლი. თუმ­ცა მა­შინ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა ფოტო, სა­დაც მერი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილ­თან ერ­თად UFC-ის მებ­რძოლს, და­ღეს­ტნელ სპორ­ტსმენ ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვს შეხ­ვდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­მო­აზ­რედ არის ცნო­ბი­ლი.

აღ­ნიშ­ნულს მა­შინ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ “ეს სპორ­ტსმე­ნი მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სპორ­ტსმე­ნია, მას ფოტო უამ­რავ ადა­მი­ან­თან აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი – ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და კახა კა­ლა­ძე არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბით იმ პირ­თა შო­რის, ვი­საც ეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი შეხ­ვედ­რია“.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია