“კალაძე, ბავშვის სიკვდილი იცოდი და დუბაიში ტიკტოკებს წერდი?” – მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, შაბათს, რიყის პარკში, ე.წ. რიყის დოქებთან, 16 წლის მოზარდის დახრჩობას ეხმაურება და წერს:
გავიგეთ რომ ქოცი ხარ, რეჟიმს ემსახურები, შუბლის ძარღვი გადაგლეჯილი გაქვს… გავიგეთ! მაგრამ, ბიჭო, ამბავს რომ გაიგებ ბავშვი გაიგუდა სკვერშიო… სანამ სახლში დარეკავ, ხო კვდები? ხო ჯოჯოხეთი გაიარე სანამ გაარკვიე, შენი არაა ის ბავშვი? აა, სხვისი შვილი მომკვდარა?
აბა სკვერში რა უნდოდა?
აბა ომი გინდა?
აბა გარეჯი საქართველოა?
აბა დედა დედაა და მამა მამაა? რეჟიმს შემორჩენილებო, ძალიან საშიშ ზღავს მიადექით იცოდეთ!

Kakha Kaladze, რა ადამიანი ხარ საერთოდ, ბავშვის სიკვდილი იცოდი და დუბაიში ტიკტოკებს წერდი?” ქოციც არ ხარ შენ, ქოცზე უარესი ხარ!