იქმნება შთაბეჭდილება, რომ აგენტოკრატებმა შექმნეს “ვირტუალური საქართველოს” რაღაც კომპიუტერული თამაში, რომლის თავზე მოხვევას რეალურ საქართველოს სწორედ ზურაბიშვილი ცდილობს

იქმნება შთაბეჭდილება, რომ აგენტოკრატებმა შექმნეს “ვირტუალური საქართველოს” რაღაც კომპიუტერული თამაში, რომლის თავზე მოხვევას რეალურ საქართველოს სწორედ ზურაბიშვილი ცდილობს
„ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის განმეორებით, ერთხელაც გამოვლინდება, ვინ რომელ მხარეს დგას და ემსახურება: ვირტუალურ თუ რეალურ საქართველოს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებას, რომლის თანახმად სახელისუფლებო გუნდმა ს მიმართ კონსტიტუციის მორიგ ჯერზე დარღვევისათვის მისი იმპიჩმენტის წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ზურაბიშვილი დაკავებულია “ვირტუალური საქართველოს” შექმნით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან.
ს შემდეგ საჭიროა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და პირველ რიგში ე.წ. “ოპოზიციამ” ერთხელაც დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება თითქოსდა საკუთარი კონსტიტუციის მიმართ, რომლის დარღვევის “რეციდივისტად” არის ჩამოყალიბებული ნაცების მესამე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან და მათ აგენტოკრატებთან ერთად, ზურაბიშვილი დაკავებულია “ვირტუალური საქართველოს” შექმნის პროექტით, რომელიც მთლიანად არის გასული რეალური საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზურაბიშვილის “ვირტუალურ საქართველოს” არ გააჩნია კონსტიტუცია, რომელიც ჩანაცვლებულია “ქარტიით”. არ არსებობს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ანაცვლებს “ტექნიკური მთავრობით”. არ არსებობს თვით ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო “ვირტუალური ქართველი ხალხი” წარმოდგენილია მისი უკიდურესი უმცირესობის სახით.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ აგენტოკრატებმა შექმნეს “ვირტუალური საქართველოს” რაღაც კომპიუტერული თამაში, რომლის თავზე მოხვევას რეალურ საქართველოს სწორედ ზურაბიშვილი ცდილობს. ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის განმეორებით, ერთხელაც გამოვლინდება, ვინ რომელ მხარეს დგას და ემსახურება: ვირტუალურ თუ რეალურ საქართველოს; ლაქიების და მარიონეტების, თუ ამ ქვეყნის მოქალაქეების სტატუსით”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება