იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი კონკურსი გამოაცხადა. მოსამართლეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ, ამის შემდეგ დაინიშნება მეორე ეტაპი – გასაუბრება, სადაც კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხონ, რის შემდეგაც საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები გამოვლინდებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სასამართლო სისტემაში სულ 52 ვაკნტური ადგილია და საუკეთესო კანდიდატების გამოვლენის შემდეგ, ისინი ქვეყნის მასშტაბით პირველ და მეორე ისნტანციის სასამართლოებში გადანაწილდებიან.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაცხადა კონკურსი, საბუთების მიღება დაიწყება 23 ოქტომბრიდან და მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ შემოიტანონ განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბუთებს ყველას მივიღებთ, ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, დაიწყება საბუთების მიღების შემდეგი პროცედურები, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ინფორმაციის შეგროვება, შემდეგ საბჭოს წევრები განიხილავენ ამ საკითხს და საბოლოო ჯამში, კენჭის ყრის ეტაპზე მიღებული იქნება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები“,-განაცხადა მიქაუტაძემ.

">