იუსტიციის სახლის მიმდებარედ მომხდარ ავარიას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა

მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი, სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა და შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.