იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად საქართველოს მიერ მოგებულ დავებს. ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი