იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და გიორგი დგებუაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNICEF-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
საუბარი შეეხო სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განვითარებას და ამ კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.
იესპერ მოლერმა იუსტიციის სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატა.
Previous: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება