“იუნაიტედი” “ბრენტფორდთან” დამარცხდა – გაუშვებენ ამორიმს?

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში “ბრენტფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
“წითელმა ეშმაკებმა” თამაში ცუდად დაიწყეს, რაც იგორ ტიაგოსა მე-8 და მე-20 წუთებზე გატანილ გოლში გარდაისახა. მალევე, 26-ე წუთზე ბენჟამინ შეშკომ პრემიერ ლიგური კარიერის პირველი გოლი გაიტანა და ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა რუბენ ამორინის შეგირდებმა მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს, მეტიც, 90+5 წუთზე მატიას იენსენმა შორეული გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი სპეციალისტისა და გუნდის გზები გაიყრება.
ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს, რითაც მე-11 მე-12 ადგილს იკავებენ, “იუნაიტედი” მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, “სანდერლენდთან” გამართავს. “ბრენტფორდი” 5 ოქტომბერს “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს.
· ბორია წიფურია ამორიმი სად მოძებნეს არ ვიცი, ფერნანდესი კარგა ხანია გასაშვებია. და რა გუნდია საერთოდ, ვერავის ვერ გამოარჩევ
· L.J. ubandzesi mwvrtneli mu s istoriashi!!!!
“ის ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელია” – უეინ რუნი
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მატჩში ანტირეკორდი დაამყარა