იტალიაში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცენტრალურ იტალიაში, ლივორნოში, ავტომობილის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე – 40 წლის კაცი დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, კაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომობილი, მანქანების სარემონტო ობიექტიდან, რამდენიმე დღის წინ იყო მოპარული.
ავტომობილი მფლობელს უკვე დაუბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს