იტალიაში ისწავლეს ყურძნის მოსავლის პროგნოზირება დრონის მონაცემების გამოყენებით

იტალიელმა მეცნიერებმა დრონებით გადაცემული მონაცემების გამოყენებით ვენახის მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდი შეიმუშავეს.
კვლევა ჩაატარა მეცნიერთა ჯგუფმა ჯორჯია ორლანდის ხელმძღვანელობით იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს ბიოეკონომიკის ინსტიტუტიდან, მისი შედეგები გამოქვეყნებულია Oeno-one პლატფორმაზე.
პროექტზე მუშაობდნენ იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოსა და მოდენას და რეჯო ემილიას უნივერსიტეტის მკვლევრები. მათ შეიმუშავეს და გამოცადეს ავტომატური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია აეროფოტოების ანალიზზე.
წყარო: rbc