ისრაელში პირველი სარეპატრიაციო ავიარეისი შესრულდა

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ქვეყნის დახურული საჰაერო სივრცის გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელელები სამშობლოში დააბრუნა, – ინფორმაციას BBC-ი ს ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერაცია „უსაფრთხო დაბრუნების“ ფარგლებში, ბენ-გურიონის აეროპორტში პირველი რეისი დაეშვა“, – განაცხადა ტრანსპორტის სამინისტრომ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
უწყების ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის მიერ განხორციელებული ავიარეისით კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მყოფი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სამშობლოში დაბრუნებას 100 000-დან 150 000-მდე ისრაელელი ვერ ახერხებს.
ტრანსპორტის მინისტრი მირივ რეგევი აცხადებს, რომ მათი მიზანია ყველა ისრაელელის რეპატრიაცია.