ისრაელში, აშდოდთან მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, აშდოდთან მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქალაქ აშდოდის ჩრდილოეთით მდებარე გზატკეცილზე მოხდა, როდესაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი ადამიანი დაშავდა.
თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეიარაღებულმა სამოქალაქო პირმა განახორციელა.