ისრაელის სამხედროებმა შეცდომით ხუთი თანამებრძოლი მოკლეს

ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ხუთი თანამებრძოლი. სამხედროების თანახმად, კიდევ სამი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.
მედიის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ჭურვები დაუშინეს შენობას ჯაბალიაში, ლტოლვილთა დასახლებაში – ამ შენობაში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცები მათ შეიარაღებულ პალესტინელებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს.
ოქტომბრის ბოლოდან სახმელეთო იერიშის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში სულ დაიღუპა ისრაელის 278 სამხედრო. გასულ დღეებში ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ბრძოლები გახშირდა. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) შეჭრის შემდეგ, როცა 1200-მდე პირი იქნა მოკლული, ხოლო 250 მძევლად აყვანილი, ისრაელის არმიამ საომარი მოქმედება დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.
მას შემდეგ პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 ათასი ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა