ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა – The Times of Israel

ს პრემიერ-მინისტრმა, მ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა.
ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კონსულტაციებს გამართავენ სხვა შესაბამის მაღალჩინოსნებთან და საბოლოოდ დასადასტურებლად უფრო ფართო უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ