ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკზე კონტროლი მოიპოვეს

ს თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზაში ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკს აკონტროლებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
„ნაჰალის ბრიგადამ გააერთიანა საბრძოლო ძალები და კომანდოს საბრძოლო ძალებმა შატის ბანაკზე ოპერატიული კონტროლი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოიპოვეს. ისრაელის შეიარაღებული ძალები და 162-ე დივიზია ანადგურებენ „ჰამასის“ ცენტრებსა და სამალავებს, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში აშენებდნენ“, – თქვა ჰაგარმა.