ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი თეირანში დარტყმების სერიას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ს საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.
ისრაელის ჩრდილოეთით, ბეით-შეანის რაიონში დრონის გამო საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.