ირმა ზავრადაშვილი – ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო – წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დადებულ ვეტოს, „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს.
როგორც ზავრადაშვილმა „პალიტრანიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი, „ამიტომ ის დაიძლევა“.
„სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად გაინტერესებთ, თვითონ წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა. რეალურად სალომე ზურაბიშვილს ვეტო საერთოდ არ უნდა დაედო. {ერთსულოვანი იქნება} ვეტოს დაძლევა.
რაც შეეხება სანქციებს, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხალხი ოჯახებით და შვილებით სწირავდა თავს და ჩვენ კანონის მიღებაზე პრობლემას რატომ შევქმნით, ეს რატომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ სასაცილოა, როდესაც კანონმდებელს რაიმე ფორმის სასჯელს უწესებ იმისთვის, რომ კანონი თავის ქვეყანაში მიიღო, რომელიც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე