ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დ’ანტუონოსთან და მის მოადგილესთან, ფაბიოლა ალბანეზესთან. მან იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ყოველწლიური გეგმით არის გათვალისწინებული. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
Previous: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს