ირაკლი ღარიბაშვილი – ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით – პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე – ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ყველაფერი განმარტა.
„რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, რომ ყველაფერი განვმარტე, ახალს ვერაფერს გეტყვით, არ გეტყვით არაფერს ახალს იმიტომ, რომ არაფერი არსებობს. ძალიან მარტივად გეტყვით, ჩვენ გუნდში არის დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა და ეს არის აბსოლუტური შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტ ხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ „ქართულ ოცნებაში“, რომ აუცილებელია გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თავად მიიღო თუ არა, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.
„თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო, მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. ერთი, გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო[თანამდებობიდან წასვლა]. მე პირველი არჩევანი ვარჩიე ანუ ახლავე გადადგომა. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი დრო დავუთმო მე, ერთის მხრივ, პარტიას და მ მთავრობას და მთავრობის მუშაობას. ეს არის, სხვა ახალს ვერაფერს გეტყვით.
ვიმეორებ, რომ ჩემ გამოსვლაში ახლა, ახალს ვერ გეტყვით და არ გეტყვით. გითხარით, რომ მქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან. ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით. პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – დააშინე, გატეხე და დაჩაგრე – ეს არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია – ეს არ არის ხელისუფლება, უბრალოდ, შეიარაღებული ძალა ჰყავთ, რითაც აკონტროლებენ რამდენიმე ქუჩას ქალაქში