ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის სპეციალური განცხადება მისი შვილის ამერიკიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით – „თქვენთვის მოკლედ დავწერ…“

ს მეუღლე, ნანუკა თამაზაშვილი ,,ტვ პირველზე” გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა და მოკლე განცხადება გაავრცელა:
,,ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში, ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!”
,,ტვ პირელის” ინფორმაციით, ნიკოლოზ ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკიდან სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოფრინდა.
ნიკოლოზ ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებში ერთი სასწავლო წელი უკვე დახურა. ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბინზეს სკოლის სტუდენტია. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სასწავლებელია. აქ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შვილმა 2027 წლამდე უნდა ისწავლოს

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ – ჩვენი პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით