ირაკლი კობახიძის პრემიერობით მთავრობას 8 თებერვალს დაამტკიცებენ

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. ბიურომ დღის წესრიგს 2 თბერვალს დაამტკიცა.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში 5 თებერვალს 10 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 6 და 7 თებერვალსაც. 7 თებერვალს მოუსმენენ მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებიც.
კენჭისყრის დღეს, 8 თებერვალს დილით კი კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ექნებათ შეხვედრა. პლენარული სხდომა მოგვიანებით, 12:00 საათზე გაიხსნება, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები და ბოლოს კენჭისყრა.
მოქმედი პრემიერი თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”.
1 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” ს დასახელებულ კანდიდატს, ს მხარი დაუჭირა. ამ დრომდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
ახალ მინისტრთა კაბინეტში (ბიოგრაფიები) მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი იმუშავებს.
30 დეკემბერს, როცა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.