ირაკლი კობახიძე: ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა

ირაკლი : ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება ში ომის დასრულებაზე, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა
ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, შესაბამისად, ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა.
„ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.
ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის – პირველი იყო ჩვენი , რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს