ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება – ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი – EURONEWS

ირაკლი სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება – ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი – EURONEWS
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, – წერს Euronews-ი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში, რომელიც პარასკევს ტირანაში გაიმართა, თბილისსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების დათბობას აღნიშნავს“, – ნათქვამია სტატიაში.
„სამიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან“, – აღნიშნულია სტატიაში.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ „იყო კომუნიკაციის შეზღუდული პერიოდი [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] და, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ საქართველოსთან კავშირების აღსადგენად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დათბობა თავისი ქვეყნის „ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლით“ ახსნა და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსთან და მის ხელმძღვანელობასთან ჩართულობის აუცილებლობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ინიციატივა ევროპელი ლიდერების მხრიდან წამოვიდა“.
„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად არის აღიარებული ქართველ ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!