ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

“ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობა” უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე “ქართული ოცნება”. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა “ომის პარტიის”, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ქვეყნის “უკრაინიზაცია”.
“მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ “ნაცმოძრაობამ” თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან თავისი სანქციების დაწესებით, მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, საუბარი მაქვს მარტო იმაზე, რასაც საჯაროდაც ხედავდა საზოგადოება, კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის “უკრაინიზაცია”. იგივე სურათი შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება