ირაკლი კობახიძე – მე და ზელენსკი ერთმანეთს მივესალმეთ – საუბარი არ გვქონია

მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ – საუბარი არ გვქონია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ, სთან კომუნიკაცია.
„მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- განაცხადა მ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიულოცეს პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო ს შემდეგ მილოცვები არ არის მიღებული პრაქტიკა.
„მილოცვები მოდის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პრეზიდენტი იგებს არჩევნებს და მთავრობს ფორმირების შემდეგ თუ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მიღებული პრაქტიკა.
მეორე, განცხადებებში აშკარად ჩანს უსამართლობა. მოლდოვაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა არჩევნები, იქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოში ბევრად უფრო ხარისხიანად ჩატარდა არჩევნები, აქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უსამართლო განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ

კაია კალასი – რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი მახეა, რაშიც არ უნდა გავებათ – ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება და რუსეთს იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა, იმას მიიღებს, რაზეც არც კი ოცნებობდა