ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა.
„სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი. ასეთ ფონზე, მისი სრული ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია

სალომე სიმონია: ოცნების დეპუტატს, ზვიადაურსაც 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელმაც 27 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს და ისე დააკავეს, მასაც – 50 000 ლარი